გასულ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 59 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანაკლიაში ბიზნესმენებთან შეხვედრისას, გააკეთა. ირაკლი ღღიბაშვილის თქმით, ეს ინვესტიციები ჩაიდო ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის, გადამმუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის,სასტუმროებისა და რესტორნების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის მიმართულებით.
სამცხე-ჯავახეთის შემდეგ რეგიონის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა პროგრამის ,,ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ პრეზენტაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამართა, სადაც დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია ბიზნესმენებს გააცნო.
”ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც რეგიონში უნდა განხორციელდეს, არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა. ეს იქნება პორტი, რომლის წლიური გამტარუნარიანობა, ჩვენი ვარაუდით, 100 მილიონ ტონა ტვირთს მიაღწევს. პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯება ასობით მილიონი დოლარის უცხოური და ადგილობრივი ინვესტიცია; შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის განვითარებას”, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.