წყალბადზე მომუშავე პირველი ტრამვაი ჩინეთში შექმნეს. ჩინელი მეცნიერებისა და ტექნიკოსების გაერთიანებულმა ჯგუფმა შექმნეს ტრამვაი, რომელიც საწვავად წყალბადს იყენებს.
იმისათვის, რომ ტრამვაი წყალბადით შეივსოს, მას ამისათვის სულ 3 წუთი ესაჭიროება. ხოლო ტრამვაის აღნიშნული ”საწვავი” 100კმ-ი მანძილის დასაფარად ყოფნის. ტრამვაის სიჩქარე კი 70 კმ/სთ-ია.
ტრამვაი 3 ვაგონისგან შედგება, რომლითაც კომფორტული გადაადგილება 60 ადამიანს შეუძლია. თუმცა ტრამვაის მაქსიმუმ 380 ადამიანის გადაყვანაც შეუძლია.
.