მთავრობა სესხების ლარში გაცემის სტიმულირების საკითხს განიხილავს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა მთავრობასა და საბანკო სექტორს შორის მიმდინარეობს მუშაობა რათა დოლარში აღებულის სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდეს.
,,საშინაო დავალება აქვს ეკონომიკურ გუნდსა და ბაკებს, ჩვენ ამ მოტივით დავიშალეთ ბოლო შეხვედრისას ვინაიდან არის მთელი რიგი მიმართულებები სადაც საჭიროა სტიმულირება მოხდეს ლარში გაცემული სესხების და წავახალისოთ ლარის დაკრედიტება რათა ასეთი რისკები აღარ იყოს მომავალში”, -განაცხადა დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ ლარის უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურებს გამო იმ მსესხებლებს ვისაც კრედიტი დოლარში ჰქონდათ აღებული გადახდა გაუჭირდათ. მათ შორისაა აგროკრედიტის ფარგლებში სუბიექტებზე გაცემული სესხები. როგორ ფერმერები განმარტავენ მათ სესხით მომსახურება უჭირათ და ხელისუფლებისგან გარკვეული დახმარების მოლოდინში არიან.