პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობას" სექტას უწოდეს და აცხადებს, რომ მათი ერთადერთი მიზანი ქვეყანაში არეულობის შემოტანაა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ,,ნაცმოძრაობას” არავითარი შანსი არ აქვს შეაფერხოს ქვეყნის განვითარება.
,, ის ფაქტი, რომ მათ გამართეს აქცია და მოითხოვეს საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობის გადადგომა, ეს სასაცილოა და სერიოზულ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. ეს არის კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმისა, რომ ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული რაღაც გაუგებარ, მე არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ სხვა ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა სექტას, რომლებიც არ არიან ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე. მათი ამოცანაა, დესტრუქცია და შფოთვა შემოიტანონ. მითუმეტეს ამის ყველა საშუალება აქვთ, აქვთ ყველაზე მძლავრი მედიასაშუალება და ჰყავთ დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობენ კანონს გარეთ არეულობა შემოიტანონ მოსახლეობაში, მაგრამ სახელმწიფო მათ კანონის ფარგლებში ადეკვატურ პასუხს გასცემს. არავის არ ვურჩევ, არც "ნაციონალურ მოძრაობას", ყველაზე დესტრუქციულ ძალას ქვეყანაში, რაიმე ფორმით, რაიმე სახით რაიმე დაგეგმოს. სახელმწიფო იქნება ძალიან დაუნდობელი კანონის ფარგლებში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.