პირველად საქართველოში ალტენრატიული ენერგიის ათვისება დაიწყო. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, წელს დაიწყება 20 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის პირველი ელქტრო სადგურის მშენებლობა გორში. პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზეც გაამხვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საპარტნიორო ფონდი იწყებს უმნიშვნელოვანესი და ძალიან მასშტაბური პროექტის "ნენსკრაჰესის" მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია.
”თანაინვესტირების ფონდმა დაიწყო ასევე 2 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა: მტკვარიჰესის და ცხენისწყლის. ორივე პროექტის ღირებულება 800 მილიონი დოლარია. ასევე, დაწყებულია მუშაობა რამდენიმე ახალ პროექტზე”, განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით დაიწყო ქვეყნის შიდა და რეგიონული მნიშვნელობის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, არსებული ქსელის/ქვესადგურების რეაბილიტაცია - პროექტების ჯამური სიანვესტიციო ღირებულება 100 მლნ აშშ დოლარამდეა.
ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფელში დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები, ამჟამად მიმდინარეობს სოფლების ბუნებრივი აირის ქსელში ეტაპობრივი ჩართვა და წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფლის მოსახლეობა, 13 000 ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით.