მოსკოვში, აუქციონზე ცუმის ტერიტორიის მესამედი იყიდება. ლოტის ღირებულება 4,3 მლრდ რუბლია.
ექსპერტები ობიექტის ერთ-ერთ რეალურ მყიდველად Mercury -ს ასახელებენ, რომლის კონტროლს ქვეშ დღეს თავად სავაჭრო სახლი იმყოფება.
ცუმი, ანუ ქალაქის ცენტრალური უნივერმაღი აუქციონზე მოსკოვის მთავრობამ გამოიტანა. ცუმის მოსკოვის ცენტრში მდებარეობს და ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან ის ტურისტების მიზიდვის საშუალებაც იყო. აუქციონი 30 მარტსაა ჩანიშნული და მასზე საერთო ჯამში 19 ათასი კვ/მ ფართობის გასხვისება იგეგმება.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ცუმი მოსკოვისათვის უნიკალური აქტივია.
მოსკოვის მთავრობა უნივერმაღში საკუთარი წილის გასხვისებას ჯერ კიდევ 2009 წელს ცდილობდა, თუმცა მაშინ გათვლა ძირითადად უცხოელ ინვესტორებზე იყო. 2009 წელს ცუმის შეძენის სურვილი არავის დაუფიქსირებია.