საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდნილ სამგზავრო თვითმფრინავში ბრიტანეთის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა განაცხადა. მისივე თქმით, კატასტროფას ბრიტანეთის 3 მოქალაქე ემსხვერპლა. Germanwings-ის კუთვნილმა ლაინერმა კატასტროფა ზემო პროვანსში გუშინ განიცადა, რასაც 150 ადამიანი შეეწირა. დაღუპულთა უმრავლესობა გერმანიისა და ესპანეთის მოქალაქეები არიან.