24 მარტს, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე კონგრესის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ფრეკონმა გააკეთა განცხადება რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილ ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებით: „ძალიან ვწუხვარ ამ პროვოკაციულ ინიციატივასთან დაკავშირებით: ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიიდან ერთი წლის თავზე და საქართველოს მეორე რეგიონთან - აფხაზეთთან გაფორმებული მსგავსი ტიპის ე.წ. ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთთან/საქართველო ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერით კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთის ევროპის საბჭოში გაწევრიანების დროს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. ეს ინიციატივა საფრთხეს უქმნის ევროპის რეგიონის სტაბილურობას და არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ რუსეთი ერევა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის საქმეებში. მოვუწოდებთ რუსეთს საბოლოოდ შეწყვიტოს მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლა,“- ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 3 დეკემბერს, კონგრესმა ასევე დაგმო რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის დადებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება.