კომპანია GMTI -ის მიერ შედგენილი რეიტინგის მიხედვით, მუსლიმი ტურისტები ყველაზე ხშირად მალაიზიას აკითხავენ, შესაბამისად მალაიზია რეიტინგში ნომერ პირველ ქვეყნად დასახელდა. რეიტინგში, რომელიც ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გაკეთდა, მეორე პოზიციაზე თურქეთია, ხოლო მესამე პოზიციაზე არაბეთის გაერთიანებული საემიროები. რეიტინგის მიხედვით, მუსლიმი ტურისტებისათვის მიმზიდველია ასევე საუდის არაბეთი, რომელიც რეიტინგში მეოთხე ადგილზეა, ხოლო საუკეთესო ხუთეულს ყატარი ასრულებს.
ხოლო იმ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არიან, მუსლიმი ტურისტებისათვის ყველაზე მიმზიდველი სინგაპურია. მეორე ადგილზე კი ტაილანდი.
აღსანიშნავია, რომ GMTI -მა რეიტინგის შედგენისას 100-მდე კრიტერიუმით იხელმძღვანელა.