IRI -ის კვლევას ვენდობით და მათ შორის იმ პროცენტებსაც ვენდობით, რომელიც ფიქსირდება, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა IRI -ის კვლევების შედეგებზე კოემენტარისას
„IRI -ის კვლევას ვენდობით . არ გვაქვს საფუძველი არ ვენდოთ. IRI -ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ აქვთ არანაირი პარტიული ინტერესი“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის ნაწილი. ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად, კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, "ქართული ოცნება" 36%-ით ლიდერობს.
IRI-ის კვლევების მიხედვით პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 36%, "ნაციონალური მოძრაობა" 14%, "თავისუფალი დემოკრატები" 10%, "ლეიბორისტული პარტია" 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 5%.