„ქართული ოცნების“ რეიტინგი გაცილებით მაღალია, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიზა ვოლკსი IRI -ის კვლევების შედეგებზე კოემენტარისას. მისი თქმით, კვლევის შედეგებში არის პოზიტივები.
„მმართველის პარტიის, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების რეიტინგი, ვერ დაიკვეხნის მაღალი მაჩვენებლით თუმცა ქართული ოცნების რეიტინგი გაცილებით მაღალია. მედიის თავისუფლების მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. სასამართლოს მიმართ ნდობა გაიზარდა. არის პოზიტივები, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვიტარებას ახასიათებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
გუშინ ცნობილი გახდა, IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის ნაწილი. ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად, კითხვაზე - დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, "ქართული ოცნება" 36%-ით ლიდერობს.
IRI-ის კვლევების მიხედვით პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" 36%, "ნაციონალური მოძრაობა" 14%, "თავისუფალი დემოკრატები" 10%, "ლეიბორისტული პარტია" 6%, "დემოკრატიული მოძრაობა" 5%, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" 5%.