შეიცვლება თუ არა კომერციული გაზის ტარიფი ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განმარტებით, კომერციული გაზის ტარიფზე მუშაობა მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, გაზის ტარიფის სუბსიდირება გაზისა და ნავთობის კორპორაციის ხარჯზე მოხდა.
”სუბსიდირება მოხდა გაზისა და ნავთობის კორპორაციის ხარჯზე. ტარიფს რაც შეეხება, მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ტარიფი შენარჩუნდება თუ მცირედით გაიზრდება”,- აღნიშნა კალაძემ.