თეთრმა სახლა ნატოს გენერალური მდივნის ინიციატივა დააიგნორა. ამის შესახებ სააგენტო ბლუმბერგი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგს ვაშინგტონში ვიზიტისას პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრა არ შედგა. ოფიციალურ ვაშინგტონს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.