მთავრობის ინიციატივით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები იგეგმება.როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული კანონპროექტით ფართოვდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის/საკონსულო დაწესებულებისთვის საქართველოს ვიზის მიღების მოთხოვნით მიმართვის უფლება აქვს მხოლოდიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულ დაწესებულებისათვის მიმართვის შესაძლებლობა.
კანონის მოქმედი რედაქციით უცხოელს, რომელიც იმყოფება მესამე სახელმწიფოში, აღნიშნულ მესამე სახელმწიფოში მდებარე საქართველოს დ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქალაქეობის ქვეყანაში საქართველოს არა აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება.
კანონპროექტით უქმდება აღნიშნული შეზღუდვა და დგინდება, რომ უცხოელს, რომელიც იმყოფება სხვა სახელმწიფოში, საქართველოს ვიზის მისაღებად ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/ საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვა შეუძლია მიუხედავად იმისა, მისი მოქალაქეობის ქვეყანაში საქართველოს აქვს თუ არა დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება.
კანონპროექტით იცვლება მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის გაცემის წინაპირობა.
კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის გაცემის მიზნისთვის, უცხოელს წინა წელს მიღებული და გამოყენებული უნდა ჰქონდეს საქართველოს ერთი ვიზა მაინც.
კანონპროექტით იცვლება აღნიშნული მოთხოვნა და დგინდება, რომ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის გაცემის მიზნებისთვის, უცხოელი წინა წლის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა იყოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ნამყოფი. აღნიშნული ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზების გაცემა იმ პირთათვის, რომლებიც წინა წელს საქართველოში ნამყოფი იყვნენ უვიზო რეჟიმის არსებობის პირობებში.
ამასთან, კანონი უშვებს შესაძლებლობას, აღნიშნული მოთხოვნა არ გავრცელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებზე.
კანონპროექტით დგინდება შესაძლებლობა, საქართველოს ვიზის გაცემასთან, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებასა და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ამასთან როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარატშია აღნიშნული საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგინდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.