Swiss-ი ზაფხულის სეზონიდან, ციურიხიდან 22 ახალ მიმართულებას ამატებს.
კომპანიის ინფორმაციით, 29 მარტიდან Swiss-ი ციურიხიდან იფრენს ბალის, ბილბაოს, დრეზდენის, ბრინდიზის, გრაცის, ჰელსინკის, იზმირის, კრაკოვის, მალტას, ნეაპოლის, პორტოს, რიგის, სანტიაგო-დე-კომპოსტერლუს, სარაევოს, სოფიას, სალონიკის, ზაგრების და სხვა ქალაქების მიმართულებით.
ასევე ავიაგადამზიდავი აპირებს, რომ ციურიხიდან სიხშირეები დაამატოს სან-ფრანცისკოს, კოპენჰაგენის, ჰამბურგის, პალმა-დე-მალიორკას, სტოკჰოლმისა და ვალენსიას მიმართულებით.
ახალი მიმართულებების დამატებითა და სიხშირეების გაზრდით, ავიაკომპანია მთლიანი მარშუტები 106-მდე გაიზრდება.