იანუკოვიჩის ვაჟი რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში სამხედრო მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც ყირიმის გმირები განისვენებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიალს გარდაცვლილის მამა, უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. სხვა ვერსიით კი შვილის გარდაცვალების გამო ვიქტორ იანუკოვიჩი შეუძლოდ გახდა და მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, რაც ოფიციალურად არ დასტურდება. უმცროსი იანუკოვიჩი რუსეთში ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა. ექპრეზიდენტის ვაჟი მეგობრებთან ერთად ბაიკალის ტბაზე მანქანით იმყოფებოდა. ყინულმა მანქანის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩატყდა. მეგობრებმა იანუკოვიჩის ვაჟის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.