პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს დღეს ოფიციალურ დოკუმენტს წარუდგენს, რომლის მიხედვითაც საკანონმდებლო ორგანომ უნდა უზრუნველყოს ყველა იმ ინსტიტუციის წარმომადგენლის მოწვევა, ვინც პრეზიდენტის მოხსენებას ტრადიციულად ესწრებოდა. საუბარია მთავრობის, სასამართლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე. ამასთან, როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, რეგლამენტი მთავრობის წევრებს პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრებას არ ავალდებულებს.