თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად დასახელდა. ”ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, პარიზში გამართულ „Skytrax World Airport Awards 2015“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად უკვე მეორედ დასახელდა.
2014 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამავე კატეგორიაში პირველად დასახელდა.
მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - ბუდაპეშტის ფერენც ლისტის, კიევის ბორისპოლის, ტალინის, რიგის, ბრატისლავის, ბელგრადის, თბილისის, სოფიას, ვარნასა და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტები - 2015 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.