24 მარტს 12:00 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში პროექტის „ბიზნეს ინკუბატორის“ პრეზენტაცია გაიმართება.
პალატის ინფორმაციით, 2 თვიანი შესარჩევი კონკურსის დასრულებისა და რამდენიმე დღიანი კომისიის სხდომის შედეგად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული კონკურსანტი, რომელებიც 1 წლის განმავლობაში ისარგებლებენ პროექტის ფარგლებში შეთავაზებული სერვისებით და შესაბამისად განახორციელებენ თავიანთ იდეებს.
ბიზნეს ინკუბატორის პროექტების განხილვა 2014 წლის 1 ნოემბერს დაიწყო და 25 დეკემბერს დასრულდა. პროექტის პოპულარიზაციის მიზნით გასვლითი პრეზენტაციები გაიმართა თბილისის წამყვან უნივერსიტეტებში.