კომპანია Facebook-ი გამსხვილებას განაგრძობს. სულ ახლახანს კომპანია პროდუქციის საძიებო სისტემის TheFind-ის მფლობელი გახდა. აღნიშნული კი თავის მხრივ TheFind-ის კლიენტებს დაეხმარება სოციალურ ქსელში საკუთარი სარეკლამო მაჩვენებელი გაზარდონ და პროდუქციაზე წვდომა და შესაბამისად რეალიზაცია გაიზარდოს.
აღსანიშნავია, რომ TheFind-ი არის სისტემა, რომელიც მის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მაღაზიებში მათთვის სასურველი პროდუქცია მოიძიონ და შეიძინონ კიდეც. TheFind-ი კალიფორნიის შტატში, 2006 წელს დაფუძნდა.