საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. "ბორჯღალოსნებმა" ბოლო ტურის მატჩი ბუქარესტში რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეს და მეტოქე 15-6 დაამარცხეს. 
თხუთმეტივე ქულა საქართველოს ნაკრებს მერაბ კვირიკაშვილმა მოუტანა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ამ გამარჯვებით ასევე  ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი გახდა.