,, დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა რომელიც სრულიად ურცხვად, უტიფრად მფარველობს კრიმინალს და სიმართლის მთქმელს”, _მიმართა აქციის მონაწილეებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველო უფსკრულისკენ მიექანება და ამას ყველა ადამიანი გრძნობს.
,,უფსკრულისკენ მიგვაქანებს ჩვენ ერთი რუსი ოლიგარქი რომელიც წამოსკუპებულა თქვენი შეკრების ადგილზე ზემოთ სასახლეში, დამცინავად დაგყურებთ ზემოდან ქვემოთ და გეუბნებათ, რომ სინადვილეში ყველაფერი კარგადაა და მხოლოდ თქვენ არ გყოფნით ჭკუა-გონება შეაფასოთ თუ რამხელა სიკეთეში ცხოვრობთ”, _მიმართა სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან.