თავისუფლების მოედანზე აქცია ლოზუნგით - გადადგეს უუნარო მთავრობა - იწყება. აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირის და ნატოს დროშები. ასევე, ბანერები - მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.
,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეებს პარტიის ლიდერები მიუძღვებიან ბანერით_ "გადადგეს უნიათო მთავრობა".
,,ნაცმოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით იმართება.