შვეიცარიული საათების მწარმოებელი კომპანია Apple-ის კონკურენტი ხდება. უცხოური მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შვეიცარიული კომპანია TAG Heuer-ი Google-სთან და Intel-თან პარტნიორობით ე.წ. ”ჭკვიანი საათების” წარმოებას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საათი
Android-ის საოპერაციო სისტემის ბაზაზე იმუშავებს და როგორც ანალიტიკოსები ფიქრობენ Apple-ს ღირსეული კონკურენტი იქნება.
Apple Watch-ის კონკურენტის ბაზარზე გამოჩენა 2015 წლის დეკემბრიდან იგეგმება.. TAG Heuer-ი საკუთარი ”ჭკვიანი საათების” აწყობას აშშ-ში გეგმავს.