სუპერმარკეტების ქსელ „სმარტმა“ ახალი საიმიჯო კამპანია დაიწყო და სამუშაოს მაძიებლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და დასაქმების ინოვაციური საშუალება მისცა. 11 სერიისგან შემდგარივიდეო რგოლები „სმარტის“ თანამშრომლების განსაკუთრებულ უნარებსა და შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებასდა „სმარტში“ დასაქმების მსურველებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი თავი გააიგივონ მათთვის საინტერესო პროფესიის პერსონაჟთან, შესაბამისი ვაკანსია შეავსონ „სმარტის“ ფეისბუქ გვერდზე და დასაქმდნენ. წლის ბოლომდე „სმარტი“ სამი სუპერმარკეტის გახსნასა და 500-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს.
“„სმარტი“ ყოველთვის ცდილობს სუპერმარკეტში ყოველი სტუმრობისას „ხარისხის დეტალებში“ განცდა გაუმძაფროს მომხმარებელს. შესაბამისად, „სმარტის“ თითოეული თანამშრომლის შერჩევა განსაკუთრებული ძალისხმევითა და ყურადღებით ხდება. მათ განვითარებაზე კი „ვისოლ ჯგუფის“ აკადემია მუდმივად ზრუნავს. ამიტომაც, „სმარტის“ თითოეული გუნდის წევრი თავისი განსაკუთრებული უნარებით ერთგული მომხმარებლისთვისუმაღლესი ხარისხის 25000-მდე დასახელების პროდუქტის შეთავაზებას ევროპული სტანდარტების მომსახურებით გამორჩეულად ახდენს, ახალი საიმიჯო კამპანიით, ჩვენ შევძელით „სმარტის“ თანამშრომლები თავიანთი უნიკალური შესაძლებლობებით წარმოგვეჩინა, რომ „სმარტში“ დასაქმების მსურველთათვის მკაფიოდ გვეჩვენებინა, რომ ხარისხია ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება და რომ ეს მათ მომხმარებელს თითოეულ დეტალში უნდა აგრძნობინონ თუ ჩვენთან დასაქმება სურთ“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
“სმარტი” გამორჩეულია ბაზარზე თავისი ინოვაციური გადაწყვეტილებებით, თანამედროვესტანდარტებზედაფუძნებულსაცალოვაჭრობისკულტურის დანერგვით და ხარისხზე მუდმივი ორიენტაციით. “სმარტისთვის” ხარისხი სხვადასხვა დეტალებისგან შედგება. ესაა წარმოების ხარისხი, ასორტიმენტის მართვის ხარისხი, სურსათის უვნებლობა, მომსახურება, მეგობრული პერსონალი, ექსკლუზიური ბრენდები, ყოველდღიურად ახალი ნატურალური პროდუქცია, სუპერმარკეტების დიზაინი და სხვა დეტალები. ამ დეტალების ერთობლიობა ქმნის „ხარისხს დეტალებში“, რომელიც „სმარტის“ ახალ სლოგანად და მარკეტინგულ კონცეფციად იქცა. კონცეფციის შესაბამისად დაგეგმილ ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში “სმარტის“ თანამშრომლები მონაწილეობენ. სწორედ ისინი, ვინც ქმნის კომპანიის „ხარისხს დეტალებში“ და ვისთანაც თავი უნდა გააიგივონ „სმარტის“ პოტენციურმა გუნდის წევრებმა, რომ კომპანიამ მათთან ერთად გააგრძელოს წარმატების ისტორიის შექმნა.
„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, გორში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.