რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში უძრავ ქონებას ყიდიან. რუსული მედია წერს, რომ მომღერალმა ვალერიამ და მისმა პროდიუსერმა მეუღლემ იოსეფ პრიგოჟინიმ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, კერძოდ დუბაიში მდებარე ბინის გაყიდვა გადაწყვიტეს. 3 ოთახიანი აპარტამენტი წყვილმა 2007 წელს 30 მლნ რუბლად შეიძინეს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბინის შეძენისთანავე წყვილმა სახლში ცხოვრება ვერ მოახერხა. პრობლემები არაკეთილსინდისიერ ბროკერებს უკავშირდებოდა. ბინის გასაღები წყვილს მხოლოდ 2013 წელს ჩაბარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბინაში რემონტიც გაკეთდა, წყვილმა ქონების ”მოშორება” გადაწყვიტა.
ყველასათვის ცნობილია, რომ ვალერია საზღვარგარეთ საკმაოდ დიდი ქონებას ფლობს. გასულ წელს მომღერლის შვეიცარიაში მდებარე სახლი სტიქიური უბედურების ზონაში მოყვა. ვალერიამ და იოსეფ პრიგოჟინიმ აღნიშნული სახლის გადაწყვეტილებაც მიიღო.
რუსული პრესა წერს იმასაც რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ბინა გაყიდა ბორის მაისეევმაც. აღებული ფულით მაისეევმა მაიამიში ცეკვების სკოლის გახსნა გადაწყვიტა.