ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ,,ნაციონალების” მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა და განმარტა, რომ შეძენილი ნივთები მთავრობის ადმინისტრაციას ეკუთვნის და არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრს.
„180 ათასი ლარის ღირებულების ნივთები განკუთვნილია მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციისთვის. შედარებისთვის, მხოლოდ პრემიერის რეზიდენციისთვის 3 წლის წინ დაახლოებით იმავე რაოდენობით ნივთები დაჯდა მილიონ ნახევარი. ასე რომ, მგონი, შედარება რთული არ იქნება,” - აცხადებს დავით სერგეენკო.
,,ნაცმოძრაობის” დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ იტალიაში შეკვეთილი ავეჯის ნუსხა, ფოტოები და ღირებულება წარმოადგინა. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა განაცხადადა პრემიერმა იტალიაში 181 401 ლარის ღირებულების ავეჯი შეუკვეთა
დეპუტატის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისთვის შეკვეთილი ავეჯის ჩამონათვალშია სავარძლები, სამზარეულოს მაგიდა, სამზარეულოს სკამი, ორადგილიანი დივანი, საწოლი ბატუტით, ორთოპედიული მატრასი და ა.შ.
ნადირაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მთავრობას არ სურს, უარი თქვას თუნდაც იმ ელემენტარულ ფუფუნებაზე რასაც მსგავსი ნივთების შეძენა ქვია.
,,პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიაში შეუკვეთა რბილი ავეჯი, სწორედ ის რბილი ავეჯი რომლის შესყიდვა თავისივე ხელმოწერით აკრძალა. ხელშეკრულება გაფორმებულია ორ კომპანიასთან ,,ლაივსტილთან“ და ,,იტალ დიზაინთან”. ,,ლაივსტილთან“ _26 ათასი ევროს ფარგლებში და პრემიერისთვის იტალიაში შეუკვეთეს სავარძელი_ 5 760-ლარი, სკამები_11 ათას ორასოცდათორმეტი ათასი ლარი,ორი მაგიდა 3 ათას 192 ლარი, ორი მაგიდა ორი ათას 160-ლარი, ორი მაგიდა ორი ათას 780 ლარი, დივანი 19 ათას 104-ლარი, სავარძლები 25 ათას 344 ათასი ლარი”, _განაცხადა ნადირაშვილმა.
მისივე განმარტებით, განცხადებით, რაც შეეხება ,,იტალ დიზაინს” აქ ხელშეკრულება გაფორმებულია 41 ათასი ევროს ფარგლებში.
ნადირაშვილის განმარტებით პრემიერისთვის 24 ათას 132 ლარად შეძენილი იქნა შეძენილი ასევე ბატუტიანი საწოლი.