საქართველო ”EXPO Germany 2015 ”-ს უმასპინძლებს. გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ 2011, 2012 და 2014 წლების წარმატებული გამოფენების შემდეგ EXPO Germany უკვე მეოთხედ იმართება.
EXPO Germany წარმოადგენს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში არსებული გერმანული კომპანიების პორტფოლიო-გამოფენას.
EXPO Germany 20 მაისს, „ექსპო ჯორჯიას“ III პავილიონში „კავკასუს ბილდ“-ის გახსნის დღეს გაიმართება, რომელიც რამდენიმე ათასი დამთვალიერებლით ერთ-ერთ უდიდეს გამოფენას წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ინფორმაციითვე, ორი ექსპოს კომბინაცია ზრდის ღონისძიების მიმზიდველობას და თქვენ, მონაწილეებს, შესაძლებლობას გაძლევთ გაზარდოთ თქვენი ბრენდის ცნობადობა რამდენიმე ათასი ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.