19 მარტს, 14:00 საათზე საბურთალოზე, ცინცაძის #37-ში მდებარე სუპერმარკეტში „სმარტი“ ახალი საიმიჯო კამპანიისა და დასაქმების ინოვაციური პროექტის პრეზენტაციას მართავს. 11 სერიისგან შემდგარივიდეო რგოლები, რომელიც სხვადასხვა მედია საშუალებებით ვრცელდება „სმარტის“ თანამშრომლების განსაკუთრებულ უნარებსა და შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებასდა „სმარტში“ დასაქმების მსურველებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი თავი გააიგივონ მათთვის საინტერესო პროფესიის პერსონაჟთან, შესაბამისი ვაკანსია შეავსონ „სმარტის“ ფეისბუქ გვერდზე და დასაქმდნენ. წლის ბოლომდე „სმარტი“ სამი სუპერმარკეტის გახსნასა და 500-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს.
„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, გორში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.