ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, ბიუჯეტის შესრულებას არც შემოსავლების და არც გასავლების ნაწილში ამ ეტაპისთვის პრობლემა არ აქვს. მინისტრის თქმით, დღეს 18 მარტია და თავისთავად ცხადია, რომ პირველი კვარტლის დასრულებამდე ორი კვირაა დარჩენილი.
”ამ ორი კვირის განმავლობაში შემოვა გადასახადები. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპისთვის ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ აქვს არც შემოსავლების და არც გასავლების ნაწილში. მეტსაც გეტყვით, თებერვალში დაფიქსირდა დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 15%-იანი ზრდა. რაც დაახლოებით 4-4,5 %-იანი ეკონომიკური ზრდის ტოლფასი იქნება. ასე, რომ დაველოდოთ პირველი კვარტლის დასრულებას და ნუ ვიქნებით ძალიან პესიმისტები”, – განაცხადა ხადურმა.