18 მარტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა მებაჟე ოფიცრების დაჯილდოების ცერემონია. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მადლობის სიგელებით დააჯილდოვა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით გამოიჩინეს თავი და 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს 24 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“.
მადლობის სიგელებიგადაეცათ საბაჟო გამშვები პუნქტის, „ნინოწმინდას“ მებაჟეოფიცერსანაასლანოვას, რომელმაც უშუალოდ აღმოაჩინა ნარკოტიკული ნივთიერება,ასევე, ცვლისუფროსსმიხეილზაზაშვილს,უფროსფიტოსანიტარსჰაირაპეტთუმასიანსდაუფროსსგიორგიჩერქეზიას.
მებაჟე ოფიცრებს დამსახურებული ჯილდო მიულოცა და თავიანთ საქმიანობაში მომავალშიც წარმატებები უსურვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფრომა გიორგი თაბუაშვილმა.