მსოფლიოს საერთაშორისი კვლევითი ინსტიტუტის SIPRI-ის მონაცემებით, 1985 წლიდან 2014 წლის ჩათვლით მსოფლიოში გამოშვებული უპილოტო აპარატების 60,7 %-ი ისრაელის მიერაა წარმოებული.
უპილოტო თვითმფრინავების წარმოების მხრივ მეორე ადგილზეა აშშ, სადაც უპილოტოების 23,9%-ია წარმოებული. მესამე პოზიციაზე კი კანადაა, სადაც უპილოტოების 6,4 %-ია წარმოებული.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2010-2014 წლებში ისრაელმა 165 ერთეული უპილოტო თვითმფრინავის ექსპორტი განახორციელა, აშშ-მ - 132 აპარატი. საანგარიშო პერიოდში იტალიამ 37 აპარატის ექსპორტი მოახერხა.
SIPRI-ის მონაცემებით, ბოლო პერიოდში უპილოტოების იმპორტიორ ქვეყანათა ჩამონათვალი 35 ერთეულით გაიზარდა. უპილოტო აპარატების უმსხვილესი იმპორტიორი დიდი ბრიტანეთია. იმპორტიორთა რეიტინგში მეორე ადგილზე ინდოეთია, ხოლო შემდეგ მოდიან იტალია, აზერბაიჯანი, გერმანია, თურქეთი, საფრანგეთი, სინგაპური და ბრაზილია.