შვედეთის elatchew Arkitekter-ის არქიტექტურული ბიუროს სპეციალისტებს გადაწყვეტილი აქვთ ააშენონ მსოფლიოში პირველი ფაფუკი ცათამბჯენი - ელექტროსადგური. Söder Torn-ის მთელი შენობა ენერგიას მიიღებს ხელოვნური ბოჭკოს გენერატორისგან, რომლებიც ქარის ენერგიას გადაამუშავებენ.
არქიტექტორებმა Söder Torn-ის მაკეტი უკვე წარმოადგინეს, პროექტის მიხედვით, ელექტროსადგურის შენობის თავზე განთავსდება და გარეგნულად მას ზღვის ბინადარს აქტინიას მიამსგავსებენ.
უკვე ცნობილია, რომ Söder Torn-ი 24 სართულიანი შენობა იქნება.
პროექტის მიხედვით, შენობა გარედან ხელოვნური ბოჭკოებით დაიფარება, რომელიც თმას გავს. სწორედ ამ ტექნოლოგიით მიიღებს ელექტროსადგურის ქარის ენერგიას შემდგომი გადამუშავებისათვის.
აღნიშნული სისტემა უფრო უსაფრთხოდაა მიჩნეული, ვიდრე შენობაზე ქარის სადგურების მონტაჟი.
ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაში არქიტექტორები არ გამორიცხავენ, რომ შენობის სიმაღლის გაზრდა, 40 სართულამდეც მოხდეს.