კომპანია Facebook-მა თელ-ავივში,როტშილდის ბულვარში, ერთ-ერთ ახალ თაუერში 4 სართული დაიქირავა. ოფისის ფართი საერთო ჯამში 3 500 კვ/მ-ია.
გამოცემა Mako-ს ინფორმაციით, სოციალური ქსელი იჯარის სახით 5 მლნ შეკელს გადაიხდის, რაც დაახლოებით 1,4 მლნ დოლარია.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ოქტომბერში Facebook-მა ისრაელული სტარტაპი Onavo შეიწოვა, რომელიც მობილურ ანალიტიკაზე იყო ორიენტირებული. როგორც TechCrunch-ი იტყობინება მხარეებს შორის აღნიშნულმა გარიგებამ 1-- მლნ დოლარიდან 200 მლნ დოლარამდე შეადგინა.
შესაბამისად Onavo ისრაელში Facebook-ის პირველი შტაბ-ბინა გახდა.