სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრის ვარდნა დასასრულს უახლოვდება. ხორბლის, ბრინჯისა და ყავის ფასი უახლოეს პერიოდში გაიაფებას შეწყვეტს, მიიჩნევს Hackett Financial Advisors-ის პრეზიდენტი შონ ხაკეტი.
მისი ინფორმაციით, ხორბლის, ბრინჯისა და ყავის მოთხოვა-მიწოდების დონე ბოლო 50 წლის მინიმუმზეა.
ხორბალი ბოლო 12 თვის განმავლობაში 28 %-ით, ხოლო ბრინჯი 32 %-ით გაიაფდა.
რაც შეეხება ყავა ”არაბიკას” ფასს, ის ამ პერიოდში ბრაზილიური რეალის გაუფასურების ფონზე, 37 %-ით გაიაფდა
ხაკეტის აზრით, უახლოესი 30 დღის განმავლობაში რეალის კურსი დასტაბილურდება, რაც ყავის ფასს ხელს შეუწყობს.
”სპეკულიანტი ინვესტორებისათვის, ბრინჯი და ხორბალი ეს ის პროდუქციაა, რომლის დაგროვებაც და შეძენაც ახლა ღირს. ხოლო რაც შეეხება ყავის ფასს, რაც სასაქონლო ბაზარზე სიტუაცია დალაგდება და რეალი დასტაბილურდება, ის ძალიან მალე აიწევს”, აცხადებს ხაკეტი.
რაც შეეხება კაკაოს ფასს, ის წლის დასაწყისიდან უკვე 3,2 %-ით გაიაფდა და ხაკეტის აზრით კაკაოს ფასი კლებას კვლავ გააგრძელებს.