18 მარტს, თბილისში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართება „ერთის მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საბაჟო ქვეკომიტეტის პირველი სხდომა.
სხდომის მონაწილეები განიხილავენ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეტაპობრივი დაახლოების პირველად შედეგებს.
სხდომის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული თანამშრომლობის ახალი დოკუმენტის - „საბაჟო სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული ჩარჩო ფორმატი ევროკავშირსა და საქართველოს შორის“ - მიღება, რომელსაც ხელს მოაწერს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.