კომპანია Aeromobil -ი ამტკიცებს, რომ მისი პროექტი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია და სულ მალე მფრინავი ავტომობილების შეძენა ისეთივე მარტივი იქნება, როგორც ჩვეულებრივი ავტომობილების ყიდვა. როგორც მფრინავი ავტომობილების შემქმნელები აცხადებენ, ავტომობილებს შეეძლებათ როგორც საჰაერო გზით გადაადგილება ასევე სახმელეთო გზებითაც ჩვეულებრივ გადაადგილდებიან.
თავად Aeromobil-ს Rotax-ის ცილინდრიანი ძრავა გააჩნია და მობილის მიწაზე დაშვებისთანავე ავტომობილის ფრთები იკეცება და ის ჩვეულებრივ ავტომობილად გადაიქცევა. ცაში ავტომობილის სიგანე ფრთების ჩათვლით 8 მეტრია, 2 ადგილიანი აერომობილის სიგრძე კი 6 მეტრს შეადგენს.
ხმელეთზე Aeromobil-ს 160 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, ხოლო საჰაერო სივრცეში კი 200 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.
Aeromobil-ს ასაფრენად 200 მეტრი ესაჭიროება, ხოლო დასაფრენად მხოლოდ 50 მეტრის რადიუსი.