კომპანია „ნეო პლასტიკი“ პლასტმასის მილებსა და ფასონურ პროფილებს გამოუშვებს. ომპანიამ სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში”-ს ფარგლებში გარდაბანში, ბოტანიკის დასახლებაში არსებული 12167.00 კვ/ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა გადაეცა, სადაც 2 წლის ვადაში პლასტმასების და მათი ნაწარმის მწარმოებელი საწარმო უნდა შექმნას და წარმოება დაიწყოს.
საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, კომპანია, არანაკლებ 602 480 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
პირობების თანახმად, „ნეო პლასტიკმა” წელიწადში არანაკლებ 150 ტონა პლასტმასის მილებისა და არანაკლებ 150 ტონა ფასონური პროფილების (პოლიმერული მასალებისგან) წარმოება უნდა უზრუნველყოს.