აშშ-ს არქიტექტურულმა კომპანია US Thrill Rides-მა 98 მეტრიანი კოშკის პროექტი წარმოადგინა. პროექტის მიხედვით, კოშკში ასვლისა და ჩამოსვლის ერთ-ერთი გზა და ტრანსპორტი გონდოლებია.
პროექტი Tricentennial Tower-ი ახალ ორლეანეში WTC-ის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ Thrill Rides-ი სხვა პროექტებითაცაა ცნობილი. სწორედ აღნიშნული კომპანიის პროექტია ”ამერიკული მთები” Skyscraper, რომელიც ფლორიდან შტათში, ორლანდოში შენდება. მისი გახსნა კი 2016 წელსაა დაგეგმილი.
Tricentennial Tower-ი ტურისტების მიზიდულობის ცენტრი გახდება და გონდოლის მინიდან ქალაქის ულამაზესი ხედებით ტკბობა იქნება შესაძლებელი.
Tricentennial Tower-ის აშენების შემდეგ ის ახალი ორლეანესათვის შესაძლოს ისეთი ბრენდი გახდეს, როგორც Space Needle სიეტლისთვის და London Eye ლონდონისთვის.
აღშანიშნავია, რომ კომპანია US Thrill Rides-მა პროექტი Two Canal Street Investors-თან ერთად შეიმუშავა, რომელმაც WTC-ის რეკონსტრუქციის ტენდერი მოიგო.
ცათამბრჯენის აგება 2018 წლისთვის იგეგმება, სწორედ ამ წელს ზეიმუბს ქალაქი დაარსების 300 წლის იუბილეს.