კონცერნი Siemens-მა ეგვიპტის მთავრობასთან, ქვეყანაში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაში 10 მლრდ დოლარის ინვესტირებაზე, ხელშეკრულება გააფორმა.
კომპანია Siemens-სა და ეგვიპტის მთავრობას შორის ხელშეკრულება შარმ ელ-შეიხში მიმდინარე ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, გერმანულმა კონცერნმა ვალდებულება აიღო, რომ ეგვიპტის ტერიტორიაზე 6 ელეტროსადგურს ააშენებს, რომელთა დადგმული საერთო სიმძლავრე 6,6 ათასი მგვტ იქნება.
იმავდროულად Siemens-ი ეგვიპტეში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზეც იზრუნებს.