ჩინურმა კომპანია Broad Sustainable Buildings-მა მშენებლობაში რეკორდი დაამყარა. უფრო კონკრეტულად კი კომპანიის თანამშრომლებმა 57 სართულიანი შენობა სულ რაღაც 19 დღეში ააშენეს
მშენებლობა ახალი ტექნოლოგიებით წარიმართა და მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნა ახალო მოდულები, რომელიც თავის მხრივ ამავე კომპანიის მიერ იყო შემუშავებული და შექმნილი.
Broad Sustainable Buildings-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად სწრაფი მშენებლობისა, შენობის ხარისხი მაღალია და სისწრაფეს ხარისხი არ დაუზიანებია. შენობა 9,0 ბალის სიმძლავრის მიწისძვრაზეა გათვლილი.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი ტექნოლოგია მშენებლობის პროცესში გარემოზე ზიანის გავლენასაც ამცირებს.