”საქპატენტმა” ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შექმნა, რომლის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხელშეწყობისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სისტემის დანერგვას, ამ მიმართულებით, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაციასა და ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრას, რაც ხელს შეუწყობს ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ეფექტურად განხორციელებას.
საბჭოს შემადგენლობაში არიან ყველა იმ უწყების წარმომადგენლები, რომლის ფუნქციები დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და აღსრულებასთან . საბჭოს მუშაობაში, დამკვრივებლის სტატუსით, მონაწილეობენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა 16 მარტს გაიმართება, საქპატენტის სათაო ოფისში სადაც საბჭოს შემადგენლობა შეიმუშავებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის ერთიან სტრატეგიას, განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს და გამოვლენილი კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად დასახავს სამოქმედო გეგმას. უფლებათა დაცვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, საკოორდინაციო საბჭო, ასევე, შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს, წარადგენს რეკომენდაციებს სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციებისათვის ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ და უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებების კოორდინირებულ მუშაობას.