KLM-ი იძულებულია ბარგის საფასური 25 %-ით გააძვიროს. ჰოლანდიური ავიაგადამზიდავი იყო პირველი ვინც ახლომაგისტრალურ ფრენებზე ბარგის საფასური შემოიღო. თუმცა დღეისათვის კომპანია იძულებულია აღნიშნული საფასური გააძვიროს. გაძვირებული ტარიფები შეეხება იმ მგზავრებს, რომლებიც ბილეთებს 1-ელი აპრილის შემდეგ შეიძენენ. წინასწარი ინფორმაციით, ბარგის საფასური 15-დან 20 ევრომდე მოიმატებს, ხოლო ბარგის საფასურის აეროპორტში გადახდის პირობებში ტარიფი გაცილებით მაღალი იქნება.