ღვინის კომპანია „არმაზი ვაინსი“, მარტის ბოლოს ჩინეთის ქალაქ ქალაქ ჩენგდუში საკვების და სასმელების გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.
გამოფენა, რომელიც 26-28 მარტს იმართება, არის ყველაზე მასშტაბური და ცნობილი აზიაში და ის წელს 92-ედ ტარდება.
„არმაზი ვაინსი“ ჩენგდუში თავისი 4 სახეობის ღვინით წარსდგება და გამოფენის მონაწილეებს საფერავს, მუკუზანს, წინანდალს და ქინძმარაულს წარუდგენს.
„ჩინეთის ბაზარი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ღვინის ბაზარი მსოფლიოში, რაც მას ძალიან მიმზიდველის ხდის ქართული ღვინისთვის“, - ამბობენ „არმაზი ვაინსში“.