იაპონელი ბიზნესმენები ბათუმის ლოჯისტიკური მდგომარეობით დაინტერესდნენ. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, დღეს, 13 მარტს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შედგა საქმიანი შეხვედრა პალატის თავმჯდომარესა და იაპონიის საგარეო სავაჭრო ორგანიზაციის (JETRO) წარმომადგენლებს შორის. პალატის ინფორმაციით, იაპონელი ბიზნესმენები ბათუმს განიხილავენ, როგორც სავაჭრო ჰაბს.
აღსანიშნავია, რომ JETRO-ს მსგავსი ლოჯისტიკური ჰაბი უკვე გააჩნია სტამბულში და მსოფლიოს მრავალ წერტილში.
”ამჟამად კი განიხილავენ მსგავსი ცენტრის არსებობის შესაძლებლობას აჭარის რეგიონში”, აცხადებენ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.