“ზოლოტაია კორონა”-ს საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემით შესაძლებელია, მაქსიმალურად სწრაფად და უსაფრთხოდ, საბანკო ანგარიშის გაუხსნელად, უცხოური ვალუტის გაგზავნა და მიღება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, მონღოლეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ვიეტნამი, საბერძნეთი, ისრაელი, ნეპალი, თურქეთი, ჩეხეთი.
გზავნილის განხორციელება შესაძლებელია: აშშ დოლარში, ევროში და რუსულ რუბლში.
გზავნილის ტარიფი 1%-დან იწყება და დამოკიდებულია თანხის მოცულობაზე და ტრანზაკციის მიმართულებაზე. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ვითიბი ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან.
დღეისთვის, ვითიბი ბანკი სწრაფი ფულადი გზავნილების ცხრა სისტემაშია ჩართული.