რუსეთში იმპორტის შეზღუდვის გამო პოლონეთმა 500 მლნ დოლარი დაკარგა, აღნიშნულის შესახებ განცხადება, რუსეთში პოლონეთის ელჩმა კატაჯინა პელჩინსკა-ნალეჩმა გააკეთა.
”რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდებოდა, თუმცა დღეისათვის ვაჭრობა შემცირებულია. თუ კი ჩვენ ახალ ბაზრებზე გავალთ, მაინც ვისურვებდით, რომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს. ბოლო მონაცემებით, რუსეთში ექსპორტი 0,5 მლრდ დოლარითაა შემცირებული”-, აღნიშნა ელჩმა.
ელჩის განმარტებითვე, მიუხედავად არსებული სანქციებისა პოლონეთმა მოახერხა და 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით საერთო ექსპორტის მოცულობა 6 %-ით გაზარდა.