The Verge, წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ Apple-ის აქციონერებმა ტიმ კუკს მოუწოდეს, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ელეტრომობილების მწარმოებელი Tesla Motors-ი შეიძინოს.
როგორც ცნობილი, Apple სამომავლოდ ელეტქრომობილების წარმოებას იწყებს.
Tesla-სა და Apple-ს ბევრი აკავშირებთ. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამ ელონ მასკას კომპანიასა და ”ჩაბეჩილ ვაშლს” ბევრი მსგავსება აქვთ. ხშირად ელონ მასკას სტივ ჯობსსაც კი ადარებენ და Apple-ის შემქმნელის მემკვიდრესაც კი უწოდებენ. მათ ერთი რამ აერთიანებდათ, სწრაფვა სრულყოფილებისა და სიახლეებისაკენ.
ეს ორი კომპანია თანამშრომლებს ერთმანეთში თავისუფლად ცვლის. როგორც ცნობილია, Apple-ის პროექტ Titan-ში Tesla-ს ყოფილი 1000 თანამშრომელი მუშაობს, ასევე რამდენიმე ხნის უკან Tesla-მ ტიმ კუკის რამდენიმე ჯგუფი ”გადაიბირა”.