14 მარტს, 12:45 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ Nx
კონფერენცია გაიმართება, რომელიც წარმოადგენს Nx-ის 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას.
ღონისძიებას გახსნის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე.
კონფერენციაზე გამოვლინდება წლის სპიკერი. გამარჯვებული სპიკერისგან მოისმენთ Nx გამოსვლას თემაზე „სტრატეგიული მენეჯმენტის 7 რჩევა საქართველოს ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის“.
ასევე გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე „საქართველოს ინოვაციური პოტენციალი და ეკონომიკური განვითარება”. პანელის მოდერატორი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე.
პანელის წევრები კი რიკო კრედიტის სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი, სს "საქართველოს ბანკის" გენერალური
დირექტორის მოადგილე არჩილ გაჩეჩილაძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე პაატა ღაძაძე და სს „საპარტნიორო ფონდის“ ვიცე პრეზიდენტი ნათია თურნავა.
ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.