მთავრობა ქვეყანაში უცხოური ”ლოუკოსტების” შემოყვანაზე მუშაობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მოლაპარაკებები საქართველოს ბაზარზე შემოსვლაზე უკვე წარმოებს: EasyJet-თან, Ryanair-თან და Air Berlin-თან.
კვირიკაშვილის განცხადებით, ავიაციის დარგში დადგეგმილია სხვა ცვლილებებიც.
”ეროვნული ავიაკომპანიების სტიმულირების კუთხით ჩვენ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ, რათა მივცეთ მათ გარკვეული საშუალება იმის, რომ ტურისტების გაყვანის კუთხით ჩარტერული რეისების შესრულებისათვის მათ გარკვეული პრეფერენციები მივცეთ რაც აუცილებელი იქნება და რაც ასევე მათ ეკონომიკურად მნიშვნელოვნად გაუადვილებს ფუნქციონირებას. მალე ჩავუშვებთ ასევე ჩარტერული ავიარეისების სუბსიდირების პაკეტს”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.